დღეს, 1-ელ მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს 25 აპრილს ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომლის თანახმად ვლინდება სამართალდამცავი ორგანოების მიკერძოებული და არაობიექტური ქმედება დაპირისპირებულ მხარეთაგან მხოლოდ ერთი მხარის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით საიამ განცხადება მიმდინარე წლის 28 აპრილს გაავრცელა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკავებულთაგან ხუთი პირის ინტერესებს იცავს.