30 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ჟურნალის „ახალი საუნჯე" საიუბილეო, მე-10 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
ჟურნალი გამომცემლობამ "საუნჯე'' გამოსცა. საიუბილეო ღონისძიებაზე საზოგადოებას საშუალება ექნება თვალი გადაავლოს უკვე გამოცემულ ათივე ნომერს, გაესაუბროს ჟურნალის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებს.
ტექსტების და კონტექსტების ჟურნალი „ახალი საუნჯე" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლიდან გამოიცემა.
"ახალი საუნჯე" პროზისა და პოეზიის ახალ ნიმუშებთან ერთად თარგმანებსა და კრიტიკულ რევიუებს აერთიანებს.