30 აპრილს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი კულტურის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის, ასევე, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის თამაზ გოგოტიშვილსა და ეგნატე ჯამელაშვილს მადლობის სიგელებს გადასცემს.
თამაზ გოგოტიშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - „შეჯიბრის" დამაარსებელი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი და ხელოვნების მოღვაწეა. თამაზ გოგოტიშვილი არის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი და ღირსების ორდენის კავალერი.
ანსამბლი „შეჯიბრი" 1960 წელს დაარსდა, ანსამბლის აკომპანიატორია ეგნატე ჯამელაშვილი. „შეჯიბრი"არაერთი პრემიით, მედლითა თუ საპატიო სიგელით არის დაჯილდოებული. მასზე სარეკლამო და საგასტროლო ფილმებიც გადაიღეს.
ანსამბლ „შეჯიბრის" უახლესი მიღწევაა 2014 წლის 18-23 თებერვალს გერმანიაში, ბერლინში გამართულ ფესტივალ Tanzolymp-ში გამარჯვება და პირველი ადგილის მოპოვება