27 აპრილს ბანკმა „რესპუბლიკამ" თავისი კლიენტები მარჯანიშვილის თეატრის ახალ სივრცეში, მოლიერის „ტარტიუფის" სანახავად მიიწვია. ბანკის 150 კლიენტი ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან კარმანიოლმა მიიღო.
ბ-ნმა კარმანიოლმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ბანკ „რესპუბლიკის" კლიენტებთან ურთიერთობის მნიშვნელობას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. მან ასევე ისაუბრა ბანკ „რესპუბლიკის" და მარჯანიშვილის თეატრის მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ და სტუმრები ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის - „ტარტიუფის" მიხედვით რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლის სანახავად მიიწვია.
მარჯანიშვილის თეატრში გამართული საღამო სიმბოლურად გამოხატავდა ბანკის, კლიენტებისა და თეატრის მრავალწლიან, ნაყოფიერ პარტნიორულ ურთიერთობას. შეხვედრა წლის განმავლობაში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
„სოსიეტე ჟენერალი" 1864 წელს, ფრანგი მეწარმეების ინიციატივით შეიქმნა და საფრანგეთის ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სწორედ სამეწარმეო სულისკვეთება, გუნდურობა და ძლიერება გახდა ფინანსური გიგანტის მდგრადი წარმატების გასაღები. ჯგუფის 150 წლის იუბილე წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.