დღეს, 30 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ივენთ ჰოლში ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.
კონცერტს გამართავენ ახალგაზრდა მუსიკოსები: ვოკლაური ჯგუფი „Quintessential Five" და პაპუნა შარიქაძეს ტრიო , რის შემდეგაც დიდ ეკრანზე მოხდება ოსაკაში გამართული გალა კონცერტის ტრანსლირება.
ჯაზის საერთაშორისო დღეს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ, სულ 250-მდე ივენთი მოეწყობა, თუმცა ამ დღის ეპიცენტრი ქ. ოსაკა გახლავთ სადაც ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან ჩადიან, მათ შორის არიან ისეთი მუსიკოსები რომლებიც უკვე იყვნენ საქართველოში ჯაზ-ფესტივალებზე: Toshiko Akiyoshi, Kris Bowers, John Beasley, Herbie Hancock and Makoto Ozone; vocalists Dee Dee Bridgewater, Jonathan Butler, Roberta Gambarini, Lalah Hathaway, Gregory Porter and Oumou Sangaré; trumpeters Theo Croker, Roy Hargrove, Claudio Roditi and Terumasa Hino; bassists James Genus, Marcus Miller and Esperanza Spalding; drummer Terri Lyne Carrington, and percussionists Pete Escovedo and Sheila E.; saxophonists Kenny Garrett, Courtney Pine, Troy Roberts, Wayne Shorter and Lew Tabackin; trombonist Steve Turre; guitarists Chris Thomas King, Earl Klugh, John Scofield and Joe Louis Walker.. ეს იმ მუსიკოსების არასრული სიაა რომლებიც ჩავლენ იაპონიაში გალა კონცერტზე. ამ ღონისძიებას, სადაც ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ უკვე მეორედ საქართველოც შეუერთდება.
2011 წელს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის (იუნესკო) ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყოველი წლის 30 აპრილის ჯაზის საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა მთელი მსოფლიოს საზოგადოებების, სკოლების, ხალხთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას თარიღის აღსანიშნავად, ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხაზგასმას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი. იუნესკომ, როგორც ინიციატორმა, მიიღო იმ ღონისძიებების გატარების მანდატი, რომლებიც გააუმჯობესებდნენ ხალხთა შორის კომუინიკაციას და ურთიერთგაგებას.
ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ორგანიზატორები: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ისთერნ პრომოუშენი.
მასალის გამოყენების პირობები