ბაქოში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამირან შეყრილაძე ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით არის დაკავებილი.
ინფორმაციას ამის შესახებ, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარიმანოვის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა შეყრილაძის ჩხრეკისას 1,2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით აღიძრა.