საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკაში, მალხაზ მიქელაძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ გვატემალას ეწვია.
ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოთხი წლისთავის აღნიშვნას და ქალაქ გვატემალაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინაუგურაციას მიეძღვნა .
ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრები გვატემალის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მხარეებმა შეხვედრებზე განხილეს ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში მიღწეული შედეგები გვატემალაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინაუგურაციის ცერემონიას გვატემალაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დაესწრო.
საზეიმო მიღების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს ელჩმა მალხაზ მიქელაძემ, გვატემალის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ელჩმა ფერნანდო მოლინამ, საქართველოს საპატიო კონსულმა მარიო ბუკარო ფლორესმა.
საქართველოს საპატიო კონსულის წარდგენა გვატემალაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროებში მიზანზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების თაობაზე.