კოსმოსური ხომალდების ასაფრენ-დასაფრენი აეროპორტის მშენებლობა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში2016 წლისთვის დასრულდება.
როგორც უცხოური მედია წერს პირველი კოსმოდრომი აბუ-დაბიში აშენდება. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული კომპანია Virgin Galactic და არაბული კომპანია Aabar Investments.
აღსანიშნავია , რომ Aabar Investments -ი კოსმოსურ კომპანია Virgin Galactic -ში აქციათა 37,8% -ს ფლობს და ამ მიმართულებით 300 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა კიდეც. პირველი კოსმოსური ხომალდი სტარტს წლის ბოლოს ნიუ-მეხიკოს შტატიდან აიღებს. სტანდარტული პაკეტის ღირებულება, რომელიც კოსმოსში 5 წუთიან ყოფნას და კოსმოსიდან დედამიწაზე დაკვირვებას ითვალისწინებს 1,6 ათასი დოლარი ეღირება.
მასალის გამოყენების პირობები