პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიო ლიდერის Microsoft Corp -ის ინფორმაციით, მესამე ფინანსურ კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება 6,5 % -ით შემცირდა. წმინდა მოგების შემცირებას კი კომპანიაში, პერსონალური კონპიუტერების გაყიდვის შემცირებას უკავშირებენ. კომპანიის ინფორმაციით, წმინდა მოგებამ იანვარ-მარტში 5,66 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 6,055 მლრდ დოლარი იყო..
აღსანიშნავია, რომ მესამე ფინანსურ კვარტალში Microsoft -ის გაყიდვები, ოპერაციული სისტემა Windows -ის, პლანშეტ Surface -სა და სათამაშო მოწყობილობა Xbox -ის ჩათვლით, 12 % -ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-მარტში კომპანიამ სულ 2 მლნ ერთეული სათამაშო მოწყობილობა გაყიდა, მათ შორის 1,2 მლნ ერთეული Xbox One იყო.
მასალის გამოყენების პირობები