თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, ხოლო ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე ბრალდები მხარე ორივე მათგანისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
პროკურატურა ერეკლე კოდუასთვის ბრალის შეფარდების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს ბრალი დაუმძიმა.