სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტმა, ბორან სევოლის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების წინაშე ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა.
განცხადება გადადგომის შესახებ ჩონ ხონ ვონმა მას შემდეგ დაწერა ,რაც პირადად მოინახულა კატასტროფის ადგილი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ესაუბრა, რომლებიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
"ვფიქრობ, სწორი იქნება , თუ პირადად ავიღებ პასუხისმგებლობას და თანამდებობას დავტოვებ. ამ გზით პატიებას გთხოვთ. მთავრობის სახელით გიხდით ბოდიშს,რომ ვერ შევძელიით კატასტროფის თავიდან აცილება"- განაცხადა კორეის პრემიერ მინისტრმა.