თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ოქროაშვილის საჩივარი ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მომზადდა.
კომისიის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება გაუქმდა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული.
ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილებით კი, გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული.
ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული.