დღეს, ვაკის პარკში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა.
რალიში 30-დე ადამიანი ჩაერთო, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.
აქცია ბრიტანეთის საელჩოსა დასაერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით საქართველოს გარდა მსოფლიოს 60 ქვეყანაში ჩატარდა.
მარათონს გამარჯვებული არ გამოუვლენია. შეგროვდა თანხა, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ჩვილ ბავშვთა სახლს გადაერიცხება.