დღეს, 25 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ამერიკული პოეზიის საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე ზვიად რატიანი და შოთა იათაშვილი - XX საუკუნის ამერიკელ პოეტთა ლექსების საკუთარ თარგმანებს წაიკითხავენ - წლების განმავლობაში მათ მიერ თარგმნილმა ამერიკულმა პოეზიამ სტანდარტი დაამკვიდრა და უკვე მრავალ თანამედროვე ქართველ პოეტზე მოახდინა გავლენა. საღამოში ასევე მონაწილეობს ჯეიმს დიუი (საელჩოს კულტურის ატაშე), პოეზიის მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე.
ღონისძიების ორგანიზატორია მწერალთა სახლი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები