საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები; ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერგანხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს; გაიმართა მსჯელობა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრისას განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის ჩათვლით.
ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გამოხატა.
ასევე აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. ესტონეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს გაუზიარა თავისი ქვეყნის გამოცდილება აღნიშნული შეთანმხების ძალაში შესვლისა და მისი დროებითი გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას დაისახა მომავალი თანამშრომშლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში როგორიც არის: ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
ესტონეთის პრეზიდენტმა გამოთქვა კმაყოფილება საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.