25 აპრილს 15:00 საათზე "ქორთიარდ მარიოტის" მეორე დარბაზში ეროვნული კინოცენტრი ერთი წლის საქმიანობას შეაჯამებს.
ღონისძიებას სახელწოდებით „აპრილიდან აპრილამდე" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის კინემატოგრაფისტებთან ერთად, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც იქნებიან.
პრეზენტაციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე გაუძღვება. ღონისძიებაზე იმსჯელებენ ქართულ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებზე და განიხილავენ ქართული კინოს ბოლოდროინდელ წარმატებებს.