ხვალ, 22 მარტს წყლის საერთაშორისო დაცვის დღე აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მწვანეთაAმოძრაობა და "წყლის გლობალური პარტნიორობა - საქართველო" მდ. ალაზანის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციას გამართავს.
აქციაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კახეთის რეგიონალურ ორგანიზაციასთან და თელავის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე, მხარის რწმუნებული კახეთის რეგიონში მიიღებენ მონაწილეობას.
წყლის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებების გამართვა გუშინ, 20 მარტს დაიწყო.