23-24 მარტს, ნანოქიმიასა და ნანოტექნოლოგიებში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
უწმიდესისა და უნიტერესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კონფერენცია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში 10:00 საათზე გაიხსნება.
მეცნიერების ეს ინტერდისციპლინარული დარგი ისეთ სტრუქტურებს შეისწავლის, რომელთა ნაწილაკის ზომები მეტრის მემილიარდე ნაწილია. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ნანოსისტემები მთელ რიგ შემთხვევაში მაკრომდგომარეობის სხეულებისაგან მკვეთრად განსხვავებულ, მეტად უნიკალურ თვისებებს ამჟღავნებენ, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებას საფუძვლიანად შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, რევოლუციური ზემოქმედება მოახდინოს კაცობრიობის ყოფაზე და მომავალზე;
მსოფლიოს მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა თავიდანვე აუღეს ალღო ნანოტენოლოგიების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო ცხოვრებაში. მათ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები გამოყვეს ნანოტექნოლოგიების განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვისათვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 56-მდე სამეცნიერო მოხსენება.