27 აპრილს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში ნიკო გომელაურის აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
აუდიო ალბომი შედგება 2 დისკისგან. ერთში ჩაწერილია ნიკო გომელაურის ლექსები, მუსიკალური გაფორმების გარეშე. ასევე ისტორიები ლექსების შესახებ , ნიკოს საუბრები. ძველ ლექსებთან ერთად არის ნიკოს გამოუქვეყნებელი, უცნობი ლექსები. ალბომის მეორე დისკში, ნიკო კითხულობს ქართველი პოეტების 108 ლექსს.
მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 1970 წელს დაიბადა თბილისში. 1992 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1998 წლიდან ის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობი იყო. გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლდათ. 2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული, 2002 წელს - მეორე, 2003 წელს - აუდიოწიგნი, 2004 წელს - მესამე, ხოლო 2008 წელს 4 კრებული გამოუშვა.
მასალის გამოყენების პირობები