პროკურატურა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 12:00 საათისთვის ჩანიშნული.
გელაშვილი გუშინ, გვიან ღამით პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო დაცვა მოითხოვა.
მისივე თქმით, ყოფილ თანამდებობის პირებს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდებათ.
ვალერი გელაშვილზე თავდასხმა 9 წლის წინ მოხდა.