საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე 24-27 აპრილს გაერთიანებული სამეფოს ლიბერალ დემოკრატების მიერ ორგანიზებულ ლიბერალთა საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქ. როტერდამში, ნიდერლანდების სამეფოში გაიმართება.
ბრიტანეთის ლიბერალ დემოკრატები წარმოადგენენ საერთაშორისო ლიბერალების კავშირის ერთ-ერთ უდიდეს პარტნიორს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტირუად თანამშრომლობს საქართველოს თავისუფალი დემოკრატების პარტიასთან, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის დემოკრატიის, პარტიული სტრუქტურისა და პოზიციების გაძლიერება ეროვნულ დონეზე. ასობით ევროპელ კოლეგასთან ერთად, ქართველ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გააძლიერონ საერთაშორისო კავშირები და ურთიერთობები.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები ისლანდიისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან, ასევე ბრიტანეთის, დანიისა და გერმანიის მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან საქართველოსთან ერთად კონგრესში მონაწილეობას მიიღებს მოლდოვას დელეგაცია, რომელიც შედგება ლიბერალური და ლიბერალ-რეფორმისტთა პარტიების წარმომადგენლებისგან.
საქართველოს დელეგაციაში ლიბერალთა საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: საქართველოს პარლამენტის წევრები-ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ლევან ბერძენიშვილი და რესპუბლიკური პარტიის წევრები ხათუნა სამნიძე და გიორგი მასალკინი.