სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს საპრივატიზებოდ მზა, შეფასებულ ობიექტებს სთავაზობს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეთავაზებების ნუსხა განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე, www.nasp.gov.ge მენიუში სახელმწიფო ქონება / შეთავაზებები, სადაც ამჟამად 72 ობიექტია წარმოდგენილი.
„შეარჩიეთ, დაუკავშირდით სააგენტოს გაყიდვების სამსახურს ტელეფონზე (+995) 599 850707 ან სატელეფონო მომსახურების ცენტრს +995(32)2999911(1) და განაცხადის შემოტანიდან 5 სამუშაო დღეში ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე იქნება გატანილი. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც ქონების ყველაზე მსხვილი მესაკუთრე საქართველოში, მოტივირებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა ინტერესი და სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს გაუწიოს გამჭვირვალე, ხარისხიანი და დროული მომსახურება"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეთავაზებების მენიუ განახლდება ყოველი კვირის ბოლოს.