საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაფართოებული შეხვედრა იწყება. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირისპირ უკვე შეხვდნენ მაია ფანჯიკიძეს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ლორან ფაბიუსმა საქართველოში ვიზიტი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე სპეციალურად დაგეგმეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს საკითხი იყო შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა.
გაფართოებული შეხვედრის დასრულებისთანავე, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე შეხვდა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთის ფაქტორი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, - ეს ის საკითხებია, რომლებზეც მხარეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში გამთენიისას ჩამოვიდნენ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდებიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების წარმომადგენლები დახვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები