რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩი პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აქჩაბაათის სტადიონზე მიმდინარე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ანგარიშით 22:5 იგებს.
6-ათასადგილიან სტადიონზე მატჩს 5 ათას შვიდასამდე ქართველი გულშემატკივარი ესწრება.
თბილისის სპორტის სასახლეში, სხვადასხვა კლუბებში, ბარებსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მატჩის მსველობას თვალყურს თითქმის მთელი საქართველო ადევნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს და ქართველ გულშემატკივრებს თურქებმა საკმაოდ თბილი და ორგანიზებული დახვედრა მოუწყვეს. ისინი საქართველოს ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობენ.