დღეს, 23 აპრილს,  18:00 საათზე,   თბილისის ისტორიის მუზეუმში  ამერიკული დასავლეთის ამსახველი ფოტოების  გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ამერიკული დასავლეთის ამსახველი 71 ფოტო.
გამოფენა იმართება საქართველოში ამერიკის კულტურის დღეების ფარგლებში და ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს ინიციატივით. გარდა გამოფენისა, კულტურის დღეების ფარგლებში, გაიმართება პოეზიის საღამოები, ამერიკული ფილმ-ნუარის ჩვენებები და კენედის ცენტრში მოღვაწე ჯაზ პიანისტის კონცერტები. 
 გამოფენა  თბილისის ისტორიის მუზეუმში 30 აპრილამდე გასტანს.