საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო ნუცუბიძის მე-4 მკ.რ-ში მცხოვრები დევნილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ნუცუბიძის მე-4 მკ.რ-ში მცხოვრები დევნილები სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, შენობა დაიტბორა და დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
"აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ დევნილებს სახელმწიფო ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, თუმცა, დევნილები წინააღმდეგნი არიან და შეთავაზებას არ ღებულობენ.
მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო უძლურია და დევნილთა შენობიდან გამოყვანას ძალით ვერ განახორციელებს", _ ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს განცხადებაში.