23 აპრილს 14:00 საათზე წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" დასახელდებიან საქართველოს კანდიდატები ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე.
ასტრიდ ლინდგრენის პრემია. საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაცები.