ფინანსთა სამინისტროს წინასწარ თავს იზღვევს და 23-25 აპრილს საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმის ხარჯებს აქვეყნებს. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, 23-25 აპრილს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი იმართება.
„ფორუმში მონაწილეობს 120 წარმომადგენელი 35 ქვეყნიდან, რომელთა უმრავლესობა პირველადაა ჩვენს ქვეყანაში.
ფორუმის მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი.
ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად, გეგმავს ანსამბლ „რუსთავის" მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას"- აღნიშნულია განცხადებაში.
იმავდროულად განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზანმიმართულად არ სრულდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წინასწარ აქვეყნებს ოფიციალური მიღების მენიუს და სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი შეხედულებებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები.
მენიუ 120 კაცზე:
(ერთი პორციის ფასი)
1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი;
2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი;
3. სალათი „ოლივიე" - 4.00 ლარი;
4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი;
5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი;
6. ყველის ასორტი - 7 ლარი;
7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი;
8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი;
9. ზეთისხილი - 2.00 ლარი;
10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი;
11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი;
12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი;
13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) - 3.50 ლარი;
14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი;
15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი;
16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი;
17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი;
18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი;
19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი;
20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი;
21. პური - 0.75 ლარი;
22. მჭადი - 1.00 ლარი;
23. ლიმონათი - 1.50 ლარი;
24. ბორჯომი - 1.40 ლარი
25. ღვინო „წარაფი" - 1ლ - 4.50 ლარი.
„მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mof.ge, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს.
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალშიც წინასწარ გამოაქვეყნდება ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები