ყირიმელი თათრების ლიდერს მუსტაფა ჯემილევს ყირიმში ჩასვლა 2019 წლამდე აეკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ყუკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორნმაციით, დღეს დილით, როდესაც ჯემილევი თანმხლებ პირთან ერთად ყირიმიდან კიევში გამოემგზავნა ადმინისტრაციული საზღვრი გადალახნის შემდეგ მას მისცეს ფურცელი „აქტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის არქონის შესახებ".
აქტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეს. 1943 წლის 13.11 დაბადებულ მუსტაფა ჯემილევს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის უფლება 2019 წლის 19 აპრილამდე არ აქვს.
თავად ჯემილევი აცხადებს, რომ მიუხედავად რაღაც დადგენილებებისა ის ყირიმში მაინც ჩავა.