"სახალხო პარტიისა" და "სამართლიანი საქართველოს" ლიდერების სარჩელებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს განიხილავენ.
სერგო ჯავახაძე და მამუკა გიორგაძე გორის საოლქო კომისიის მიერ ქალაქის მერობის კანდიდატურაზე ირაკლი ოქრუაშვილის განაცხადის დაკმაყოფილებას ასაჩივრებენ.
სარჩელს უკვე გაეცნო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი. ზვიად კორძაძე
მისი განცხადებით, გორის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გასაუქმებლად მოსარჩელეებს არანაირი არგუმენტი აქვთ.
"სახალხო პარტიისა" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერები მამაუკა გიორგაძე და სერგო ჯავახაძე ცესკო-ში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა საერთო მიზნით ჩივიან და გორის მერად ოქრუაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ.
გიორგაძის თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს, რადგან ის ბოლო წლებში საქართველოში არ ცხოვრობდა.
ამავე აზრზეა სერგო ჯავახაძეც, რომელიც ოქრუაშვილს ბიზნესრეკეტშიც ადანაშაულებს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განმარტებით, კანონმდებლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია სარჩელებს დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება.