ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზის მილსადენები დაზიანდა. აფეთქების თავიდან ასაცილებლად "ყაზტრანსგაზ თბილისის" საავარიო ბრიგადები, სამაშველო სამსახურთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაზის მილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილში შეჯახების დროს მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.