უკრანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის შერყევას, სამხედრო ინტერვენციის განხორციელების მიზნით აგრძელებს.
„რუსული მხრიდან არ არის არავითარი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების შესრულებას აპირებს.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებები ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის დესტაბილიზებას აგრძელებენ და რუსეთის სამხედრო აგრესიის ახალი ეტაპის განხორციელებისათვის საფუძველს ქმნიან",_ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან ერთად უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმების რეალიზაცია. საჯაროდ უარი თქვას შეიარაღებულ სეპარატისტებზე და პროვოკატორებზე და დაუყოვნებლივ მოუწოდოს მათ დაყარონ იარაღი და გაათავისუფლონ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები.
მასალის გამოყენების პირობები