რუსეთში აშშ-ის ელჩად ჯონ ტეფტის კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.
"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ოფიციალურად ეს საბოლოოდ დადასტურებული არ არის, თუმცა თეთრი სახლი ემზადება რუსეთში შეერთებული შტატების შემდგომ ელჩად ჯონ ტეფტის კანდიდატურის დასახელებისთვის.
"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ვაშინგტონი კრემლის მიმართ პოლიტიკას ცვლის და რამდენიმე თვის წინ, როდესაც ელჩის კანდიდატურის ძიება დაიწყო, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებდნენ ტეფტის გაგზავნას მოსკოვში იმის გამო, რომ მისი დიპლომატიური გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რაც ხშირად მოსკოვის გავლენის შემცირების მცდელობაში გამოიხატებოდა, რუსეთს გააღიზიანებღა.
ახლა კი, სახელმწიფო მოხელეები აცხადებენ, რომ კრემლის წყენინებისგან თავშეკავების არანაირი სურვილი არ არსებობს.
ჯონ ტეფტი სხვადასხვა დროს უკრაინაში, საქართველოსა და ლიტვაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო.