ფოთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება. პროექტის განხორციელებას კი კომპანია „აისბერგ ფოთი" უზრუნველყოფს. კომპანიას მთავრობამ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 166 ათას ლარად შპს „აისბერგ ფოთს" გადასცა. პირობების მიხედვით, „აისბერგ ფოთი" ვალდებულია უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრი მოაწყოს. როგორც მთავრობის №645 განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორი ვალდებულია პროექტის ფარგლებში 900 კვ.მ ფართობზე სათავო მოაწყოს, ტევადობით - 2000 ტონა. ასევე არასასოფლოს-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია მოახდინოს და კომპლექსი ექსპლუატაციაში არა უგვიანეს 2015 წლის 1 მარტამდე შეიყვანოს. საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, კი „აისბერგ ფოთს" პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.