არაბეთის გაერთიანებული საემიროების მცხოვრებთ კოსმოსში გამგზავრება 250 ათას დოლარად შეუძლიათ. როგორც Sky News Arabia იტყობინება, საინვესტიციო კომპანია Aabar -მა უკვე გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიხედვითაც არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს კოსმოსში ტურისტად წასვლა შეეძლებათ.
კოსმოსურ ტურისტს, აღნიშნული ტურისტული პაკეტი 250 ათასი დოლარი დაუჯდება. თუმცა როგორც ირკვევა, კოსმოსური ტურისტის სხვა კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილებას კოსმოსში გასამგზავრებად იქნება აუცილებელი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ჩვენ მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ Aabar და Virgin Galactic კოსმოსში გამსამზავრებელი ტურის ბილეთებს გაყიდიან"- აცხადებენ „Virgin Galactic" -ში. ირკვევა, რომ კოსმოსში მგზავრობა „SpaceShipTwo"-ის ბორტით მოხდება.