რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებისგან ახსნა განმარტებებს მოითხოვს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ უშვებენ 16 დან 60 წლამდე მამაკაცებს უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისროს ინფორმაციით, განკარგულება ამის შესახებ უკრაინელ მესაზღვეებს აქვთ მიღებული და ეს განკარგულება მოქმედებს კიევის, დონეცკის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის აეროპორტებში.
„უკრაინელი მესაზღვრეები საუბრობენ რაღაც დახურულ ბრძანებულებაზე, რომელიც უკრაინის თავდაცვისა და უშიშღოების კომიტეტმა მიიღო",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე პირობას დებს, რომ ამ კრძალვის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ის საპასუხო ზომების განხილვას დაიწყებს. თავდაპირველად, ინფორმაცა აკრძალვის შესახებ ავიაკომპანია „აეროფლოტმა" გაავრცელა, თუმცა უკრაინულმა მხარემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.