ნატო ბალტიის ზღვაში 5 გემს აგზავნის. ამას გარდა, კანადა პოლონეთში ასევე გააგზავნის ქვეყნის სამეფო საჰაერო ძალების 6 ვერტმფრენს. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განცხადებით, ამის მიზანი - ნატოს აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერაა.
"ნატო აგზავნის გემებს ბალტიის ზღვაში თავისი აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების დაცვის აქტივიზაციისათვის",_ ნათქვამია ალიანსის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ კანადის მიერ პოლინეთში ვერტმფრენების გაგზავნასთან ერთად ასევე გაიგზავნება 18-20 ოფიცერიც.
კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი აცხადებს, რომ ამის მიზეზი რუსეთის მილიტარიზაციაა.
„სიმართლისთის უნდა ითქვას, რომ ეს არის პასუხი სიტუაციის განვითარებაზე ჩვენს შეშფოთებაზე რუსეთის მხრივად განზოციელებულ მილიტარიზაციასა და ექსპანსიონიზმზე",_ განაცხადა ჰარპერმა.