საქართველოში 20, აპრილს აღდგომის დღესასწაულზე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა განაცხადა მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 24-26 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ხოლო სანაპირო რაიონებში ჰაერი 18-20 გრადუსამდე გათბება.
,,კვირას, აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს უმეტეს რაიონებში ველოდებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველო შესაძლებელია სეტყვა და გაძლიერდეს დასავლეთი ქარი. ,ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ხოლო სანაპირო რაიონებში ჰაერი 18-20 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ნონა ელისაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში ამინდს განაპირობებს ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსული შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედება რის გამოც საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვია და ელჭექია მოსალოდნელი.
,,საქართველოში ამინდს განაპირობებს ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსული შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედება. დღის ბოლოს კი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოში შემოსვლას დაიწყებს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. ამიტომ დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ზოგიერთ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს და საღამოსა და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი შენარჩუნდება. ზოგიერთ რაიონში სეტყვასაც ველოდებით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნონა ელისაშვილმა.