ჟენევაში უკრაინის, აშშ-ს, ევროკავშირისა და რუსეთის მონაწილეობით უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოლაპარკებები გაიმართა. მოალოდნელი იყო, რომ ეს შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენების შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი იქნებოდა.
საბოლოო ჯამში მრავალსაათიანი მოლაპარაკებები შედეგი, რომელიც დაგეგმილზე დიდი ხნით მეტხანს გაგრძელდა, შვიდი აბზაცისგან შემდგარი და ყოველგვარ კონკრეტიკას მოკლებული ძალიან მოკლე რეზოლუცია გახდა.
დოკუმენტის მთავარი თეზისები:
1. დაუყოვნებლივი და ორმხრივი ძალადობის შეწყვეტა.
2. ყველა უკანონო ფორმირების განიარაღება.
3. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე არსებული დაკავებული ადმინისტრაციული შენობებისა და მოედნების გათავისუფლება.
4. საპროტესტო აქციების მონაწილეთა ამნისტია, მათ გარდა, რომლებიც მძიმე დანაშაულის ჩადენაში არიან ბრალდებულნი.
5. ეუთოს მისიის ჩართვა კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.
6. ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო პროცესისა და ფართომასშტაბიანი დიალოგის პროცესის დაწყება, რომელიც უკრანის ყველა რეგიონს მოიცავს.
მიღებულ შეთანხმებას უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კიევის დიპლომატიის გამარჯვება უწოდეს.დოკუმენტის ტექსტში მართლაც არ არის არც ერთი სიტყვა უკრაინის ფედერალიზაციის მოთხოვნით. არ არის ნახსენები იანუკოვიჩის „დაბრუნებაც" და არ არის ჩაწერილი არმოსავლეთ უკრაინაში არსებული „რაღაც სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნა".
ამის მიუხედავად, უკრაინული მედია წერს, რომ ამ რეზოლუციაში აშკარად რუსეთის მოთხოვნით ჩართულია უკრაინისათვის საკმაოდ არასასიამოვნო რამდენიმე პუნქტი.
უპირველეს ყოვლისა, საუბარი მიდის „ყველა უკანონო ფორმირების განიარაღებაზე" და „უკანონოდ მიტაცებული ყველა შენობის გათავისუფლებაზე და მათ კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე". ეჭვგარეშეა, რომ კრემლი ამ პუნქტებს უკრაინის ხელიუსფლებისგან განსხვავებით სულ სხვანაირ ინტერპრეტაციასა და გაგებას მისცემს. კერძოდ, სავარაუდოდ, კრემლი მოითხოვს მაიდანს სხვა და სხვა ფორმირებების განიარაღებას და რა თქმა უნდა „პრავი სექტორის" განიარაღბას. ის მოითხოვს არა ლუგანსკის უშიშროების საბჭოს გათავისუფლებას, არამედ კიდევის მერიისა და დამოუკიდებლობის მაიდანის გათავისუფლებას.
ტყუილად როდი აღნიშნა ხაზგასმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, რომ „რეზოლუცია უკრაინის ყველა ქალაქის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული". დონბასელი სეპარატისტებიც აცხადებენ, რომ ჟემევის შეთანხმების შესრულება მაიდნიდან და „პრავი სექტორიდან", _ უნდა დაიწყოს.
„თუ „პრავი სექტორის" განიარაღებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემების წარმოქმნა არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ამ ორგანიზაციის ერთ ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრების ხელში მხოლოდ ლეგალური იარაღი დარჩა - მაიდანის გაწმედა კი იქ მყოფი ხალხის გაწყობის მიხედვით გრანდიოზულ დარბევაში გადაიზრდება",_ წერს უკრაინაული მედია და აღნიშნავს, რომ „უკრაინისათის კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი არის ის, რომ რეზოლუციაში ყირიმი ნახსენებიც კი არ არის.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლელი ლიდერები ფაქტობრივად შეურიგდდნენ რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის მიერთებას და როგორც მინიმუმ არ მიიჩნევენ ყირიმის საკითხს პრიორიტეულად შექმნილ სიტიაციაში".
მთლიანობაში, უკრაინული მედიის ხედვით, ჟენევის შეხვედრის შემდეგ რუსეთმა მიიღო დოკუმენტი, რომლითაც მომავალში აპელირებას შეძლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ჟენევის რეზოლუცია ფაქტიურად არავითარ ვალდებულებას რუსეთს არ აკისრებს.