უკრაინის შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე იანუკოვიჩზე ძებნა ქვეყნის უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა.
ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შვილს დოკუმენტების გაყალბება, ასევე ყალბი დოკუმენტების მომზადება და გაცემა ედება ბრალად.
აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 2-დან 5 წლადმე პატიმრობას ითვალისწინებს.