ევროპარლამენტმა რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადი" მშენებლობს შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას რუსეთთან გაზის საკითხში არსებულ დავაში დაეხმაროს.
ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, რომელსაც გუშინ სტრასბურგში უყარეს კენჭი, გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები.
ამის გარდა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინისადმი გაზის რევერსის უზრუნველყოფაში და ევროკავშირთან აქტიური ურთიერთკავშირები კიევს უსაფრთხოს გახდის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისგან.
ცნობილია, რომ ამ დროსითვის ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე ნავთობსადენის "სამხრეთის ნაკადის" იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, როემლიც 2013 წელს რუსული "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა.