გვიან ღამით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღიდან საქართველოში დაბრუნდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინთან გამართული შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაჯამა. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა მხარეები რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.
აბაშიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე უარს ამბობს და მიზეზად ,,ოკუპაციის შესახებ" კანონს ასახელებს.
მხარეებმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ და კულტურულ ურთიერთობებზე
შეგახსენებთ, რომ კარასინსა და აბაშიძეს შორის შეხვედრა პრაღაში 16 აპრილს გაიმართა.