18 აპრილს, 19:00 საათზე, "ბაია" გალერეაში ალექსანდრე მიქაძის პერსონალური გამოფენა "მინიატურული ვიტრაჟი" გაიხსნება.
ალექსანდრე მიქაძე დაიბადა 1953 წელს, 1976 წელს დააჯილდოვეს აკადემიის მედლით საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრისათვის. 1999 წელს მიიღო საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ დაწესებული პრიზი "წლის საუკეთესო ნამუშევარი". მხატვარი მუშაობს "ვიტრაჟსა" და მცირე ფორმებზე ქვასა და მეტალის გამოყენებით. ნამუშევრების დიდი რაოდენობა ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
გამოფენა "ბაია" გალერეაში 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.