„რუსული მედია წერს, იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩი დონეცკში 20 აპრისლ დაბრუნდება" - ინფორმაციას ამის შესახებ „დოჟდი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სააგენტო „რეგნუმმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინი ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკში 20 აპრილს დაბრუნდება. სააგენტო უკრაინაში არსებულ პოლონეთის საელჩოს ეყრდნობა.
მათი ინფორმაციით, სააგენტოს წყარომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩს დონეცკში „დააბრუნებენ".
მისივე ინფორმაციით, „კრემლში ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ როგორი იქნება დონბასის საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა". წყარო აცხადებს, რომ „ამჟამად იხილება ორი ვარიანტი: ეს შეიძლება იყოს როგორც დონეცკის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ასევე ფედერაციული ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგებლობაში ყირიმის მსგავსად".