კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ნორმალურ ფაქტად მიაჩნია, რომ წითელ პარასკევს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საკანონმდებლო ორგანოში არ მიდის. როგორც საკითხის კომენტირებისას ქუცნაშვილმა განაცხადა წითელ პარასკევს ქრისტიანები საქმით ნაკლებად უნდა დაკავდნენ.
"ის რომ წითელ პარასკევს მინისტრი თუ არა ჩამოვიდა პარლამენტში ნორმალურია. მიმაჩნია, რომ წითელ პარასკევს ქრისტიანები საქმით ნაკლებად უნდა დავკავდეთ. რაც შეეხება აღდგომის შემდეგ, მე მგონი, იქნება შეხვედრის შესაძლებლობა და არა მგონია, რომ ჩვენი მინისტრები გაურბოდნენ ოპოზიციის შეკითხვებს. - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაძე საკანონმდებლო ორგანოში ვერ მივა. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრისგან შესაბამისი წერილი ,,ნაცმოძრაობამ" მიიღო.
მათივე ინფორმაციით, მინისტრი პარლამენტში არ მისვლის მიზეზად გადატვირთულ გრაფიკს ასახელებს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა შს მინისტრს პარლამენტში მისვლა და კითხვებზე პასუხების გაცემა მაინც მოუწევს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში ,,პრაიმ ტაიმისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ დაიბარა, სადაც მინისტრი ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. მინისტრს დებუტატები პარლამენტში ხვალ, ან ზეგ ელოდებოდნენ.