შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაძე საკანონმდებლო ორგანოში ვერ მივა. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრისგან შესაბამისი წერილი ,,ნაცმოძრაობამ" მიიღო.
მათივე ინფორმაციით, მინისტრი პარლამენტში არ მისვლის მიზეზად გადატვირთულ გრაფიკს ასახელებს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა შს მინისტრს პარლამენტში მისვლა და კითხვებზე პასუხების გაცემა მაინც მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში ,,პრაიმ ტაიმისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ დაიბარა, სადაც მინისტრი ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. მინისტრს დებუტატები პარლამენტში ხვალ, ან ზეგ ელოდებოდნენ.