ავიაკომპანია Wizz Air-ს ფრენების განრიგში გარკვეული ცვლილებები შეაქვს და უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია ხარკოვიდან და ლვოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. Wizz Air-ს ლვოვი-ქუთაისის ავიარეისის შესრულება 1 მაისიდან უნდა დაეწყო, ხოლო ხარკოვი-ქუთაისის რეისი მოქმედი რეისი იყო და მისი საშუალებით ავიაკომპანიას მგზავრები ერთი ქალაქიდან მეორეში გადაჰყავდა. თუმცა ირკვევა, რომ ქუთაისი-ლვოვის რეისი სავარაუდოდ აღარ განხორციელდება, ხოლო ხარკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენა, 30 აპრლიდან დროებით შეწყდება. მგზავრებს, რომელთაც ქუთაისი-ხარკოვის რეისზე ბილეთები წინასწარ უკვე შეძენილი ქონდათ, ავიაკომპანია მათ თანხას უკან დაუბრუნებს.
Wizz Air-ს ლვოვიდან ქუთაისის გარდა ფრენები უნდა განეხორციელებინა ბარსელონის, ნეოპოლის, თელ-ავივის, რომისა და ვალენსიის მიმართულებით, თუმცა ავიაკომპანია უკვე წინმსწრებად გაცხადებულო თარიღიდან არც ამ ქალაქებში განახორციელებს ფრენას. Wizz Air-ში ფრენების განახლებას ბაზარზე სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ვარაუდობენ.