რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია დიალოგის გზით და არა სამხედრო მეთოდებით. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ტელეარხებით მიმდინარე „პირდაპირი ხაზი პუტინთან" გადაცემაში გააკეთა.
„მხოლოდ დიალოგისა და დემოკრატიული პროცედურების გზით და არა შეიარაღებული ძალების, ტანკებისა და ავიაციის გამოყენების გზით არის შესაძლებელი ქვეყანაში წესრიგის დამყარება"_ განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები დაწყვება ყველა მხარის მონაწილეობით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთად მოვიფიქროთ თუ რა უნდა შევთავაზოთ ადამიანებს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გზად. აი ეს არის ნამდვილი , საჩვენებელი დიალოგი",_ განაცადა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ კიევის ხელისფლების წარმომადგენლები პერიოდურად ჩადიან აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა იქ არა ხალხს არამედ თავიან დანიშნულებს ხვდებიან.
„ამსათვის არ არის საჭირო დონბასში ჩახვიდე. ამისათვის საჭიროა მათ კიევვში დაუძახო და იქ თათბირი ჩაატარო. ადამიანებს უნდა ელაპარაკო, მათ რეალურ წარმომადგენლებს",_ განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები