ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიური და ეფექტური მოხმარების, ასევე ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების მიზნით, თბილისში ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ინოვაციური პროგრამა დღეს, პროექტის ავტორებმა შეაჯამეს. იაფი გათბობა და ცხელი წყალი - ამ სახელწოდების პროექტში უკვე 34 ოჯახია ჩართული.
ამიერკავკასიის ტერიტორიაზე პირველი მსგავსი პროექტი მიზნად ისახავს ენერგორესურსების დაზოგვას, ცხელი წყლისა და გათბობის საერთო სისტემის შემქნას. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში საცხოვრებელ კორპუსებზე წინასწარ შერჩეულ ადგილებას, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ქვაბების, აგრეთვე დაცული და იზოლირებული გაყვანილობების მონტაჟი მოხდება. მოხმარებული ცხელი წყლისა და სითბური ენერგიის აღსაღრიცხად შეიქმნება ინდივიდუალური სისტემა, რათა თავიდან იქნეს არიდებული მეზობლებს შორის მოსალოდნელი გაუგებრობები. მზის სისტემისა და ბუნებრივი აირის კომბინირებული ვარიანტი ეკონომიური, ეფექტიანი და გარანტირებულად უსაფრთხოა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ასევე შენარჩუნდება ფასადის ესთეტიური მხარე.
საცხოვრებელი კორპუსების შერჩევა ბუნებრივი გაზის შესყიდვის პუნქტების მიხედვით მოხდება. პროექტი, რომელიც გასული წლის 15 აგვისტოს დაიწყო ენერგო ინოვაციურმა ჯგუფმა შეასრულა. საპილოტე პროექტი თბილისის მერიამ დააფინანსა.
თემქაზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დღეს, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვაბელი გიგი უგულავა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.