აშშ-ს ხელისუფლება რუსეთისგან უკრაინაში არსებული კონფლიქტის დეესკალაციას მოითხოვს და დღეს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან შედეგს ელის. ამავდროულად, აშშ-ს ხელისუფლებამ მოამზადა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციებიც მოამზადა, მაგრამ მათი ამოქმედებისგან თავს შეიკავებს მანამ ვიდრე ჟენევაში უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრა არ დასრულდება. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ხარფმა გააკეთა.
„ჩვენ დამატებითი სანქციები მოვამზადეთ. ნუ ელოდებით, რომ მათ მოლაპატარაკებების დასრულებამდე ავამოქმედებთ. მაგრამ თუ ჩვენ დავინხავთ, რომ რუსეთი სიტუაციის დეესკალაციისკენ ნაბიჯებს არ დგამს, რა ტქმა უნდა დამატებით ზომებს მივიღებთ და მათ შორის სანქციებსაც",_ განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, დეესკალაცია იქნება თუკი რუსეთი თავის ჯარი დაუყოვნებლივ გაიყვანს უკრაინისა და ყირიმის საზღვრებიდან , შეწყვეტს მოქმედებებს, რომლებიც დეესკალაციისკებ არის მიმართული. ასევე მოუწოდებს სეპარატისტებს შეწყვიტონ პროვოკაციული ქმედებები.
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია არ აქვს.